შეჯამება

1 comment:

  1. რეფლექსია
    2018 წლის 15 მარტიდან 13 ივნისის ჩათვლით ჩავატარე საწრეო მუშაობა. პირველ რიგში უზრუნველვყავი მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირება, გავხსენი facebook-ზე გვერდი სახელწოდებით: ,,წიგნში დანახული უკეთესი სამყარო.“ ათი შეხვედრის განმავლობაში შემქონდა სხვადასხვა არასაპროგრამო ტექსტი მრავალფეროვანი აქტივობებით. საწრეო მუშაობის მიზანი იყო წერისა კითხვის უნარების გამომუშავება, მხატრული ტექსტის ანალიზის უნარის გამომუშავება.
    ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე, ყველა გაკვეთილზე ვიყენებდი სხვადასხვა აქტივობას: ასოციციურ რუკას, ვენის დიაგრამას, T დიაგრამას...მოსწავლეები ახარისხებდნენ ტექსტში მთავარ და არამთავარ საკითხებს, ახასიათებდნენ და ადარებდნენ პერსონაჟებს, ვმუშაობდით ასევე გრამატიკულ ნაწილზეც. ტექსტში ვეძებდით არსებით სახელებს, ზმნებს, ვასწორებდით წინადადებებს. ვაწყვილებდით ანდაზებს, ვიმუშავეთ დიდი წიგნის შექმნაზე, შევადარეთ ჩვეულებრივ წიგნს და ვიმსჯელეთ მათ განსხვავება მსგავსებაზე. Power-point პროგრამის დახმარებით პროექტორზე ნვახეთ რამოდენიმე ნაწარმოების ელ. ვერსია.
    მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ მუშაობაში, ჩართულობა იყო თანაბარი, მათ შეძლეს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობაც, რაც დამოუკიდებლობისა და თანამშრომლობის უნარს უვითარებს.
    წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით განხორციელდა 9 შეხვედრა, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოგვიწია ტექსტის შეცვლა. ,,ხეების კამათი“ შევცვალეთ ,,რწყილი და ჭიანჭველათი“, რადგან აღნიშნული გამოირჩევა პერსონაჟთა სიმრავლით და როლური თამაშისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. ყველაზე საინტერესოც სწორეს ეს ნაწილი გამოდგა მთელი საწრეო მუშაობის განმავლობაში. მოსწავლეებმა შეძლეს ყველა მოქმედი პირის როლის თამაში, ზეპირად ისწავლეს თითოეულის როლი და რაც მთავარია დიდხანს საუბრობდნენ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეეძლო მეგობარს მეგობრისთვის. რწყილისა და ჭიანშველას მეგობრობა მათთვის სამაგალითო გახდა.
    ცვლილებების შეტანა მოგვიხდა დროშიც, რადგან სწრებადობის გათვალისწინებით მოგვიწია რამდენიმე გაკვეთილის გადადება და შესაბამისად, ნაცვლად მაისისა დავასრულეთ ივნისში.
    სამომავლოდ მსგავსი სამუშაოს დაგეგმვისას შევეცდები მოსწავლეთა როლი უფრო გავზარდო, მონაწილეობა მივაღებინო რესურსის მომზადებაში, მათთან ერთად გავაკეთო ტექსტების პრეზენტაციები power point-ში, ვამუშაო კომიქსებზე და მოვაწესრიგო ტექნიკური მხარე.

    ReplyDelete